ესვატინის სამეფო – „ეპიზოდი”
აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განთავსებულ – ესვატინის სამეფოში (ყოფილი – სვაზილენდი), 1946 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმადაც ესვატინელი ყმაწვილქალები ვალდებულები არიან მანამ შეინარჩუნონ უმანკოება, სანამ 21 წლის ასაკს არ მიაღწევენ. აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე გოგონა ისჯება ჯარიმით – ან ერთი სული ისეთი მსხვილფეხა პირუტყვით, როგორიცაა – ძროხა, ან კიდევ – 152 დოლარის ოდენობის ლილანგენით (ესვატინური ვალუტა). საყურადღებოა ისიც, ერთხელ ჯარიმა თავის რჩეულ გოგონას პირადად ქვეყნის მეფემ – მსტავი მესამემაც კი გადაუხადა, რადგან მას სულ რაღაც 17 წლის ასაკში მყოფ ყმაწვილქალზე მოუხდა დაქორწინება თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)