იოანე კრონშტანდსკი – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის რუსი კლასიკოსი – ლევ ტოლსტოი, თავისი რელიგიური შეხედულებების გამოისობით ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი სასულიერო პირების მხრიდან. (ავტორი გენია.ჯი) მისი კრიტიკითა და სიძულვილით განსაკუთრებით გამოირჩეოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი სასულიერო პირი - იოანე კრონშტადსკი (1829-1909 წლები). საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ეკლესიიდან განკვეთილი ტოლსტოის მიმართ მოძღვარ კრონშტადსკს იმდენად დიდი სიძულვილი ამოძრავებდა, რომ სანამ გარდაიცვლებოდა, უფალს შესთხოვდა, მისთვის საძულველი ლიტერატორი მასზე ადრე გამოთხოვებოდა წუთისოფელს. ამას ადასტურებს იოანეს მიერ წარმოებული პირადი დღიური (დათარიღებული 1908 წლით), სადაც კრონშტადსკი თავის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე წერდა: „ღმერთო, არ დაუშვა, რომ ერეტიკოსმა, ყველაზე დიდმა ერეტიკოსმა – ლევ ტოლსტოიმ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულამდე, რომელსაც იგი ასე საშინლად ჰგმობს, ვერ მიაღწიოს. უფალო, აღგავე პირისაგან მიწისა ეს აქოთებული გვამი, რომელმაც თავისი ამპარტავნობითა და სიამაყით მთელ დედამიწას წყვდიადი მოჰფინა. ამინ!” – (ავტორი გენია.ჯი)
ლევ ტოლსტოი