ასტრიდ ლინდგრენი – „ეპიზოდი”
ისეთი საყოველთაოდ ცნობილი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების, როგორებიცაა – „სახურავის ბინადარი კარლსონი”, „პეპი გრძელი წინდა” და „ლიონებერგელი ემილი” შვედი ავტორი – ასტრიდ ლინდგრენი (1907-2002 წლები), შეუპოვარი ხასიათითა და ჯიუტი თვისებებით გამორჩეული ქალბატონი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მან ჯერ კიდევ სიყმაწვილის წლებში დაიწყო მამაკაცთა მსგავსად, შარვლითა და მოკლედ შეკრეჭილი თმით სიარული, რაც იმ პერიოდში მართლაც რომ დაუშვებელი მოვლენა გახლდათ მანდილოსანთათვის. ასტრიდს ნაკლებად აინტერესებდა ის, თუ რას ფიქრობდა მის შესახებ საზოგადოება. ის კი არადა, 19 წლის ასაკში მყოფმა მომავალმა ლიტერატორმა სასიყვარულო რომანი გააბა 40 წლის ქმარშვილიან მამაკაცთან, ვისგანაც შემდგომში ბავშვიც გააჩინა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების დიდი რისხვა დაატეხა თავს ასტრიდს, რასაც საბოლოო ჯამში შეუპოვარმა ლინდგრენმა ვეღარ გაუძლო. შედეგად, იგი იძულებული გახდა სამი წლით მშობლიურ ქალაქს გარიდებოდა. შავ ლაქად რჩება დღემდე მის ბიოგრაფიაში ისიც, რომ მშობლიური ქალაქიდან წასვლის ჟამს მან თავისი ჩვილი თან არ იახლა და იგი აღსაზრდელად სხვა ცოლ-ქმრის წყვილს დაუთმო. მოგვიანებით ლინდგრენი თავის არადედობრივ საქციელს ძალიან განიცდიდა და ნანობდა. – (ავტორი გენია.ჯი)