ჟორჟ ბიზე – „ეპიზოდი”
პარიზის კონსერვატორიაში სწავლის ჟამს, მაშინ, როდესაც რომანტიზმის პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი – ჟორჟ ბიზე (1838-1875 წლები) სულ რაღაც ჩვიდმეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა, მისი მუსიკალური შესაძლებლობები პირველად იხილა ჟორჟის გენიალურმა უნგრელმა კოლეგამ და მასზე 22 წლით უფროსმა – ფერენც ლისტმა. (ავტორი გენია.ჯი) ბიზეს განუმეორებელ მუსიკალურ ტალანტს სახელოვანი ლისტი იმდენად მოუხიბლავს, რომ აღფრთოვანებულს ერთმნიშვნელოვნად წარმოუთვამს: „ – ღმერთო ჩემო! დღემდე მივიჩნევდი, რომ მუსიკალური ნაწარმოებების ასე ვირტუოზულ დონეზე შესრულება ერთადერთ ადამიანს – მე ძალმიძდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენ ორნი ვყოფილვართ!” – (ავტორი გენია.ჯი)
ფერენც ლისტი