ფრედერიკ შოპენი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი პოლონელი კომპოზიტორისა და პიანისტის – ფრედერიკ შოპენის (1810-1849 წლები) ბიოგრაფები, თავიანთ ნაწერებში ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას დასავლეთევროპული მუსიკალური რომანტიზმის წამყვანი წარმომადგენლის ერთ არასასიამოვნო თვისებაზე. (ავტორი გენია.ჯი) მათი გადმოცემის თანახმად, ემოციურ შოპენს, ვის შემოქმედებასაც თავის დროზე ისეთი მეტრები ეთაყვანებოდნენ, როგორებიც იყვნენ – ჰეკტორ ბერლიოზი, ფელიქს მენდელსონი, რობერტ შუმანი, ჯაკომო მეიერბერი, იგნაც მოშელესი და სხვანი და სხვანი, ძალიან უყვარდა თურმე სხვათა პირადი ცხოვრების განსჯა-განხილვა. მოკლედ რომ ვთქვათ, სხვა ადამიანებზე ჭორაობა. თავად კი, ჭორების მოყვარული კომპოზიტორი არასოდეს სძრავდა კრინტს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. „ასეთ შემთხვევაში იგი ენას ყოველთვის კბილს აჭერდაო”, – ერთმნიშვნელოვნად შენიშნავდნენ პოლონელი მუსიკოსის ბიოგრაფები. – (ავტორი გენია.ჯი)