„მფრინავი აქლემების მხარე”
სამხედრო კონფლიქტი, რომელიც „ექვსდიანი ომის” სახელით არის ცნობილი, ისრაელსა და არაბული ქვეყნების გაერთანებას შორის 1967 წლის 5 ივნისს დაიყო და იგი იმავე წლის 10 ივნისს დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) მიმდინარე ბრძოლების ჟამს, მეომარი მხარეები არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებულ უდაბნოებს დიდი მონდომებით ნაღმავდნენ. თუმცა, განსაკუთრებული ინტენსივობით მაინც ისრაელ-ეგვიპტის სასაზღვრო მონაკვეთი ინაღმებოდა. ომის დასრულების შემდგომ, ნაღმების დიდი ნაწილის გაუვნებელყოფა კი განხორციელდა, მაგრამ სრულყოფილი სახით მათი განეიტრალება მაინც ვერ მოხერხდა. შედეგად, ისრაელ-ეგვიპტის სასაზღვრო რაიონში არსებულ უდაბნოს ქვიშაში უამრავი ნაღმი ჩარჩა დროებით თუ სამუდამოდ.
ზემოაღნიშნული ომის აქტიური ფაზა ათწლეულებია დასრულდა, მაგრამ, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, პასიურად იგი მაინც შეგვახსენებს ხოლმე დღემდე თავს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ უდაბნოს ქვიშაში ჩარჩენილი ნაღმების მსხვერპლი ყოველწლიურად ხდება „უდაბნოთა ხომალდად” წოდებული ათეულობით აქლემი. იმ ტერიტორიას კი, სადაც განსაკუთრებით ხშირია ასეთი სავალალო შემთხვევები, ადგილობრივებმა მეტად მრავლისმეტყველი სარკასტული სახელი უწოდეს – „მფრინავი აქლემების მხარე”. – (ავტორი გენია.ჯი)
ისრაელ-ეგვიპტის საზღვარი