იცით თუ არა, რომ?!
1. ვენეციელ მეხანძრეებს ქალაქში არსებული არხებიდან ზღვის მარილოვანი წყლით შენობა-ნაგებობებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ოფიციალურად აქვთ აკრძალული, რადგან ასეთ შემთხვევაში მარილიან წყალს ძალუძს არანაკლები ზიანი მიაყენოს უნიკალური არქიტექტურის მქონე ძველ ვენეციურ ნაგებობებს, ვიდრე ხანძარს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდ ძვალს – ბარძაყის ძვალი წარმოადგენს, რომელზედაც სიარულის დროს სხეულის მთელი სიმძიმეა დაყრდნობილი.
* * *
3. დედამიწაზე არსებული ტერიტორიების 12 % – ბუნებრივი ნაკრძალის სტატუსით არის აღჭურვილი.
* * *
4. ბიოლოგთა მტკიცებით, სულ დედამიწაზე მილიონამდე სახის ბაქტერიაა გავრცელებული, რომელთაგანაც დღემდე შეუსწავლელია 99 % ბაქტერიებისა.
* * *
5. ძვ.წ.აღ-ით III-II საუკუნეებში მოღვაწე თანამედროვე გეომეტრიის გენიალურმა ძველბერძენმა ფუძემდებელმა – ევკლიდემ, თავისი ცხოვრების განმავლობაში – 465 გეომეტრიული თეორემა დაამტკიცა. ანუ, ყველაზე მეტი გეომეტრიული თეორემა, რაც კი ოდესმე ვინმეს დაუმტკიცებია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ადრეულ საუკუნეებში სიტყვა – „ფიზიკა” და „ფილოსოფია” სინონიმები გახლდნენ, რადგან მათ ამოცანას დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე პრინციბები წარმოადგენდა. თვითმყოფადი მეცნიერების სახე – ფიზიკამ XVI საუკუნეში მიიღო სამეცნიერო რევოლუციის შედეგად.
* * *
7. პირველი წარმატებული ფულადი გადარიცხვა 1918 წელს იქნა განხორციელებული ტელეგრაფის მეშვეობით.
* * *
8. გაგიკვირდებათ და, დედამიწის ხანგრძლივ ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც რკინა გაცილებით ძვირად ფასობდა, ვიდრე ოქრო.
* * *
9. დედამიწაზე სულ ხმელეთის მხოლოდ 10%-ია გამოსადეგი მიწათმოქმედებისათვის. დანარჩენი ნაწილი ხმელეთისა სხვადასხვა, კერძოდ კი – კლიმატური, ჰიდროლოგიური და სხვა მიზეზთა გამო გამოუსადეგარია.
* * *
10. ინდური კომერციული კინოინდუსტრიის – „ბოლივუდის” გარდა, ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე მრავალეთნიკურ ქვეყანაში ასევე შეხვდებით ისეთი სახელწოდების მქონე კინოკომპანიებსაც, როგორებიცაა – „ტოლივუდი”, „კოლივუდი”, „ოლივუდი” და „სანდალვულდი”. ისინი დამკვიდრებული არიან ინდოეთში გავრცელებულ სხვადასხვა მულტინაციონალურ და მულტიკულტურულ ენების ბზაზე. – (ავტორი გენია.ჯი)