სალვადორ დალი – „ეპიზოდი”
უკიდურესი ექსტრავაგანტული და ეპატაჟური გამოხდომებით ცნობილ დიდ ესპანელ ხელოვანს – სალვადორ დალის (1904-1989 წლები), პატარაობიდანვე ახასითებდა ერთობ ჭირვეული ხასიათი. სიყმაწვილის ასაკიდანვე იგი ხშირად მანიპულირებდა ადამიანებით და, რიგი ცნობების თანახმად, მავნებლობისადმიც კი იყო მიდრეკილი. (ავტორი გენია.ჯი) სიყმაწვილის წლებმა კი ჩაიარა, მაგრამ მიქელანჯელოსა და ლეონარდო დავინჩის შემოქმედების მოტრფიალე კატალონიელი მხატვარი, ვინაც ძალიან ამაყობდა თავისი ეთნიკური წარმომავლობით, ისევ ისეთივე თვისებების მატარებელი დარჩა, როგორიც თავისი ცხოვრების ადრეულ პერიოდებში იყო.
დალის ერთ-ერთ უცნაურობად ბიოგრაფები ბავშვებისადმი მის უარყოფით დამოკიდებულებას ასახელებდნენ. სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, ცხოველების, განსაკუთრებით კი კატების მოყვარულ ესპანელ მხატვარს, რბილად რომ ვთქვათ, ბავშვები არ უყვარდა… ამიტომაც იყო მისი ერთ-ერთი „გასართობიც” (თუ შეიძლება ასეთ საქციელს „გართობა” ეწოდოს) ბავშვებთან დაკავშირებული. კერძოდ, სალვადორს ხშირად სჩვეოდა ქალაქის ისეთ მოედნებზე გასვლა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში იგი ბავშვების თვალწინ ჯიბიდან იღებდა კანფეტების მთელ შეკვრას, იწყებდა მათ გახსნას და, როდესაც სათითაოდ ნაწილობრივ გალოკავდა ამ შესანიშნავ საკონდიტრო ნაწარმს, დარჩენილ ნაწილს ბავშვებისავე თვალწინ – ძირს, სიბინძურეში ჰყრიდა (იშვიათად ფეხითაც სრესდა). ეს იმიტომ, რომ მოედნიდან მისი წასვლის შემდეგ ბავშვებს ზიზღი აღძვროდათ ძირს დაყრილი გალოკილი კანფეტების მიმართ და არ შეეჭამათ დაბინძურებული ტკბილეული. – (ავტორი გენია.ჯი)