ალექსანდრე III – „ეპიზოდი”
სიყმაწვილის ასაკში მყოფი რუსეთის მომავალი იმპერატორი – ალექსანდრე III რომანოვი (1845-1894 წლები), ერთხელ, თავისი საქმის პროფესიონალს, ტყვიის მწარმოებელი ქარხნის შვედური წარმომავლობის მქონე დირექტორს – კარლ ჰუნიუსს წაეჩხუბა. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრემ ისარგებლა-რა მისადმი მინიჭებული სამეფო პრივილეგიით, იარაღის მწარმოებელი უცხოელი უკიდურესად შეურაცხყო, რამაც ფრიად გაანაწყენა თავმოყვარეობა გამძაფრებული ჰუნიუსი. შედეგად მან, თავისი შეურაცხმყოფელის მამას, რუსეთის მოქმედ იმპერატორს – ალექსანდრე II-ეს უმალვე აახლა წერილი. იგი იმპერატორისგან მოითხოვდა, რომ მის ვაჟიშვილს ოფიციალურად მოეხადა ბოდიში შეურაცხყოფილი შვედის წინაშე. იმ შემთხვევაში კი, თუ პრინცი 24 საათში ბოდიშს არ მოიხდიდა, თვითმკვლელობის ჩადენის აქტით იმუქრებოდა. მამის თხოვნას, მოეხადა ბოდიში ჰუნიუსის წინაშე, ალექსანდრემ სრული იგნორირება გაუკეთა. თავის მხრივ, კარლიც არ გადავიდა თავის სიტყვას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა იმპერატორისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურისთანავე.
სახელმწიფოსათვის ეგზომ საჭირო პროფესიონალის დაკარგვამ ალექსანდრე II იმდენად გააბრაზა საკუთარ ვაჟზე, რომ მან იგი ერთობ უჩვეულო მეთოდით დასაჯა: შვედი მეწარმის დაკრძალვის დღეს მონარქმა მამამ ყმაწვილი პრინცი აიძულა სასაფლაომდე მთელი გზა ფეხდაფეხ მიჰყოლოდა კარლ ჰუნიუსის კუბოს. კუბოს იმ კაცისა, ვინაც სწორედ რომ მისი ვაჟის გამოისობით მოისწრაფა სიცოცხლე. – (ავტორი გენია.ჯი)