იოჰანეს ბრამსი – „ეპიზოდი”
რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი - იოანეს ბრამსი (1833-1897 წლები), იმთავითვე სუსტი მხედველობით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს არ ატარებდა სათვალეებს. ერთხელ ბრამსისათვის მეგობრებს უკითხავთ, რატომ ერიდებოდა მეტრი კარგი მხედველობისათვის ეგზომ საჭირო ნივთის მოხმარებას, რაზედაც გონებასხარტ კომპოზიტორს შემდეგი პასუხი გაუცია – „იმას, რაც საჭიროა, მე ისედაც კარგად ვხედავ, ხოლო იმას, რასაც ჩემი მზერა ვერ ამჩნევს, არც ღირს საყურებლადო”. – (ავტორი გენია.ჯი)