ფიდელ კასტრო – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილ კუბის რევოლუციის ლიდერსა და მთავრობის მეთაურს - ფიდელ კასტროს (1926-2016 წლები), ვინაც მთელი 49 წლის განმავლობაში განაგებდა ქვეყანას, მრავალი უცნაური თვისება ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: კუბელი კომენდანტესათვის ერთ-ერთ დამახასიათებელ უცნაურობად მიიჩნეოდა ის ფაქტი, რომ იგი დიპლომატიურ შეხვედრებს უცხოელებთან ძირითადად დილის 5 ან 6 საათზე ნიშნავდა. ფიდელის მოსაზრებით, ეს ისეთი დრო იყო, როდესაც უცხოელი დიპლომატები გამოუძინებლები, გონებაგაფანტული და დაღლილები იყვნენ, რაც თავის მხრივ, მას უნიკალურ საშუალებას მისცემდა სასურველი შედეგისათვის მიეღწია მოლაპარაკების პროცესში.
ცნობილია ისიც, რომ კასტროს ძალიან უყვარდა მაჯის საათები და მათი მთელი კოლექციაც გააჩნდა. განსაკუთრებით კი, იგი მაინც საათების მწარმოებელი პრესტიჟული შვეიცარული კომპანიის – „როლექსი”-ს ძვირადღირებულ ნაწარმს ეთაყვანებოდა. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის გარემოება, რომ ფიდელი რატომღაც ხშირად ატარებდა ხელზე რამდენიმე საათს ერთდროულად, რაც არაერთ ფოტოზეა აღბეჭდილი. – (ავტორი გენია.ჯი)