ნიკოლოზ ნეკრასოვი – „ეპიზოდი”
რუსული ლიტერატურის კლასიკოსს – ნიკოლოზ ნეკრასოვს (1821-1877 წლები), საზოგადოების დიდმა ნაწილმა პირველად მაშინ აქცია ზურგი, როდესაც საჯაროდ უარყო თავისი ადრინდელი შეხედულება „დეკაბრისტების მოძრაობის” ერთ-ერთ ფუძემდებლზე – ალექსანდრე მურავიოვზე. (ავტორი გენია.ჯი) თუკი უწინ ნეკრასოვი ქება-დიდებით ამკობდა გენერალ მურავიოვს (მას სადიდებელი ოდაც კი მიუძღვნა), და ზოგადად რომ ვთქვათ, გულმხურვალედ უჭერდა მხარს რევოლუციურ ძვრებს ქვეყანაში, მოგვიანებით იგივე ნეკრასოვმა კარდინალურად შეიცვალა თავისი პოლიტიკური მრწამსი და მძაფრი კრიტიკა დაატეხა თავს მურავიოვს. გარდა ამისა, მან სახელმწიფოსაგან მოითხოვა, ჩანასახშივე მოეშთო ნებისმიერი სახის რევოლუციური გამოვლინება ქვეყანაში.
ნიკოლოზის მიმართ საზოგადოების აგრესია იმდენად გაიზარდა, რომ ხალხმა მისი პორტრეტების საჯაროდ დაწვა დაიწყო სახელდახელოდ მოწყობილ „აუტოდაფეებზე”. რიგი მოქალაქეებისა კი, პოეტის მისამართზე გზავნიდა წერილებს, რომლებშიაც მას „ნაძირალად” მოიხსენიებდა.
სხვა მრავალთა მსგავსად, ნეკრასოვის მსოფლმხედველობის ეგზომმა ცვლილებამ რუსი პოეტის მიმართ მკვეთრად უარყოფითად განაწყო ცნობილი რუსი ლიტერატორი – ათანასე ფეტიც, ვინაც თავის კოლეგას – „გამყიდველი მონა” უწოდა. იმისათვის რომ, ათანასეს კიდევ უფრო შეურაეცხყო ნიკოლოზი, საკუთარ ვირს, რომლითაც ხშირად გადაადგილდებოდა ხოლმე იგი თავის მამულში – „ნეკრასოვი” დაარქვა. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე მურავიოვი
ათანასე ფეტი