ჯორდანო ბრუნო – „ეპიზოდი”
სამშობლოდან დევნილ დიდ იტალიელ ასტრონომსა და სწავლულს, დომინიკელთა ორდენის ოდესღაც ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წევრს - ჯორდანო ფილიპო ბრუნოს (1548-1600 წლები), „ნისლიან ალბიონზე” მოუხდა გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრება და მოღვაწეობა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა ქვეყნების მსგავსად (გარდა საფრანგეთისა), ეკლესიიდან განკვეთილ 35 წლის ასაკში მყოფ ჯორდანოს, ვისთვისაც დამახასიათებელი იყო არისტოტელეს ხშირი კრიტიკა, არც ინგლისში დახვედრიან გულთბილად, რასაც ოქსფორდის პროფესურასთან წარმოშობილი მძაფრი კონფლიქტიც კარგად მოწმობს. ოქსფორდიდან ლონდონში იძულებით დაბრუნებული ბრუნო მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობდა ნიკოლოზ კოპერნიკის ჭეშმარიტი იდეები დაემტკიცებინა და შეესმინა ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენელთათვის. გარდა ამისა, იგი ამავეს შეეცადა ემპირიზმის ფუძემდებელი ფრენსის ბეკონის შემთხვევაშიც, თუმცა უშედეგოდ.
ცნობილი ისიც, რომ იტალიელი სწავლული ლონდონში ცხოვრების ჟამს პირადად შეხვდა და გაეცნო გენიალურ ინგლისელ დრამატურგსა და მწერალს – უილიამ შექსპირს. ამ შემთხვევაშიც ჯორდანო მაქსიმალურად ცდილობდა იგი დაერწმუნებინა სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის ჭეშმარიტებაში, მაგრამ მას აქაც ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. უილიამი ბრუნოსთან შეხვედრის შემდგომაც ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ დედამიწა კი არ ბრუნავდა მზის გარშემო, არამედ პირიქით, მზე ბრუნავდა დედამიწის გარშემო. რაც თავის მხრივ, აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას. ასე რომ, ჯორდანომ 1585 წელს ისე დასტოვა „ნისლიანი ალბიონი”, რომ ვერავინ დაარწმუნა სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის ნამდვილობაში. – (ავტორი გენია.ჯი)