რიხარდ ვაგნერი – „ეპიზოდი”
კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი კომპოზიტორი და მუსიკოსი, რომელსაც სიცოცხლეშივე ხვდა პატივად, პირად საკუთრებაში ჰქონოდა მისივე სახელობის საოპერო თეატრი, დიდი გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი – რიხარდ ვაგნერი (1813-1883 წლები) გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაარსებული იქნა 1872 წელს გერმანიის ქალაქ ბაიროითში (ბავარია), თავად ვაგნერის მიერ. თეატრის მშენებლობა, რომელსაც სათავეში ცნობილი გერმანელი არქიტექტორი – გოტფრიდ ზემპერი ჩაუდგა, სიმბოლურად 1872 წლის 22 მაისს, ანუ რიხარდის დაბადების დღეს დაიწყო. აღნიშნული პროექტის დაფინანსება საკუთარ თავზე გერმანელი კომპოზიტორის შემოქმედების განსაკუთრებულმა თაყვანისმცემელმა, ბავარიის „ზღაპრულ მეფედ” წოდებულმა – ლუდვიგ II ბავარიელმა აიღო.
რიხარდის საკუთრებაში არსებულ საოპერო თეატრში მის სიცოცხლეში მხოლოდ ვაგნერის მუსიკალური ნაწარმოებები სრულდებოდა, თუმცა თეატრის მფლობელის გარდაცვალების შემდგომ იქ სხვა გენიალური კომპოზიტორების მუსიკალური ქმნილებების დადგმაც დაიწყეს. დღეისათვის, საოპერო თეატრს – „საფესტივალო თეატრი” ჰქვია, რადგან თავის დროზე სწორედ რომ ვაგნერმა ჩაუყარა საფუძველი ეგზომ პოპულარულ „ბაიროითის მუსიკალურ ფესტივალს”. ფესტივალის ფარგლებში კი, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბავარიაში, მხოლოდ და მხოლოდ დიდი გერმანელი კომპოზიტორის მიერ დაწერილი მუსიკალური ნაწარმოებები სრულდება. – (ავტორი გენია.ჯი)
„საფესტივალო თეატრი”