ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „ეპიზოდი”
გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ვირტუოზ-მუსიკოსს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს (1756-1791 წლები), თავისმა კომპოზიტორმა და მევიოლინე მამამ – ლეოპოლდ მოცარტმა, ბავშვობაში არა მხოლოდ პიანინოსა და კლავესინზე დაკვრა ასწავლა, არამედ სხვა მრავალი ისეთი ხრიკიც შეასწავლა, რომელთაც შემდგომში აღფრთოვანებაში მოჰყავდა პუბლიკა. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ლეოპოლდი თავის მცირეწლოვან ვაჟს პიანინოს კლავიშებზე გაუმჭირვალე ტილოს უფარებდა და ასე აიძულებდა უშეცდომოდ დაეკრა ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები. გარდა ამისა, ვოლფგანგმა მამის წყალობით თვალახვეულმაც კი ისწავლა დაკვრა. აღნიშნულ ხრიკებს ყმაწვილი კომპოზიტორი ხშირად იყენებდა სოლო კონცერტებზე მსმენელთა მოსახიბლად. აკი არც ცდებოდა: მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად იქნა აღიარებული სამშობლოში.
ცნობისათვის, XIX საუკუნეში მოღვაწე ცნობილმა ავსტრიელმა მუსიკათმცოდნემ – ლუდვიგ ფონ კიოჰელმა მოცარტის მიერ დაწერილი მუსიკალური ნაწარმოებების სრული კატალოგი შეადგინა. კატალოგი, რომელსაც მოგვიანებით „კიოჰელის კატალოგი” უწოდეს. ჩატარებული კვლევების შედეგად ლუდვიგს დაუდგენია, რომ ვოლფგანგს მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, საერთო ჯამში – 626 მუსიკალური ქმნილება ჰქონია შექმნილი! – (ავტორი გენია.ჯი)