“სიბრძნის წუთი”
ბუდიზმში,მაჰაიანას ტრადიციის – “ძენის” მიმნდინარეობის ერთ-ერთმა მოძღვარმა,რომელიც დიდი სიბრძნით გამოიჩეოდა,ერთ დღეს თავის მაიმუნს უთხრა:
” – მე ზუსტად ვიცი,რომ შენ გესმის ის ენა,რომელზეც გესაუბრები და ზოგადად ვლაპარაკობ,თუმცა კი შენ ძალიან ცდილობ,რომ ეს დამიმალო.ამას ყოველივეს შინაგანად ვგრძნობ და არა მგონია ვცდებოდე.
მართლაცდა მაიმუნმა ხმა ამოიღო და ბუდისტ მოძღვარს მისსავე ენაზე მიმართა:
- დიახ,ჩემო ბატონო.მე თქვენი ყველაფერი მესმის და თქვენს ენაზეც შემიძლია ლაპარაკი,თუმცა ძალიან გთხოვ ამის შესახებ სხვა ადამიანებს არაფერი უთხრათ,რადგან მე მაინც თქვენს გარდა არავისთან არაფერს არ დავილაპარაკებ. (ავტორი გენია.ჯი)
გაითვალისწინეთ,რომ ყოველმა ცხოველმა შესანიშნავად იცის ადამიანის ენა და გებულობს კიდეც ყოველივეს,თუმცა არც ერთ მათგანს არ სურს,მათ მიმართ თქვენი ყურადღების მიქცევა,რადგან კარგად იციან,რომ ამ შემთხვევაში საბოლოოდ დაკარგავენ თავისუფლებას და მონებად იქცევიან.თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანებმა,რომ მოლაპარაკე ცხოველი იპოვონ,რას შეამთხვევენ მას?! ფაქტიურად იგი იძულებული იქნება აკეთოს ის რაც ადამიანებს მოესურვებათ.მონობა კი ცხოველებს განსაკუთრებით გვძულს.მიუხედავად ცხოველთა მიერ,კაცთა მოდგმის ენის ცოდნისა,სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ჩვენგან ერთ სიტყვასაც რომ ვერ ისმენთ. (ავტორი გენია.ჯი)