იოჰან შტრაუსი (შვილი) – „ეპიზოდი”
„ვალსების მეფედ” წოდებული დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი და მევიოლინე – იოჰან შტრაუსი II (1825-1899 წლები), ძალიან მოკრძალებული და თავმდაბალი პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) სახელოვანი მუსიკოსი მამის გარდა, შტრაუსის ორი ძმაც – ედუარდი და იოსეფი, ცნობილი მუსიკოსები გახლდნენ, თუმცა ისინი ისეთი ავტორიტეტით ნამდვილად არ სარგებლობდნენ, როგორც იოჰანი. იგი მაქსიმალურად ცდილობდა თავისი ძმების სახელის წარმოჩინებას, რის გამოც ხშირად უწყობდა მათ ხელს კონცერტების გამართვაში. „ჩემი ძმები ჩემზე გაცილებით ნიჭიერები არიან, უბრალოდ, მე მათზე პოპულარული ვარო”, – თავმდაბლურად შენიშნავდა ხოლმე იოჰანი. – (ავტორი გენია.ჯი)