ჯორჯ გორდონ ბაირონი – „ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები) დაბადებიდანვე კოჭლი იყო, რაც თავის მხრივ, უდიდეს სულიერ ტკივილს აყენებდა მას. სწორედ ამის გამო მოითხოვდა იგი ექიმებსაგან დაჟინებით დახეიბრებული ფეხის ამპუტაციას. (ავტორი გენია.ჯი) საბედნიეროდ, ბაირონის თხოვნა მედიკოსებმა არ დააკმაყოფილეს და მას ფეხი შეუნარჩუნეს. თუმცა, ეს არ გახლდათ ინგლისელი ლიტერატორის ერთადერთი პრობლემა, რომელიც მის ფიზიკურ ნაკლთან იყო დაკავშირებული. ბაირონის ბიოგრაფთა გადმოცემის თანახმად, სიყმაწვილის წლებში ბაირონი ძალიან, ძალიან მსუქანიც ყოფილა. მის წონას აპოგეასათვის 17 წლის ასაკში მიუღწევია. გაგიკვირდებათ და, იმ პერიოდისათვის პოეტი – 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა თურმე. შედეგად, ჯორჯი იძულებული გამხდარა არა მხოლოდ მკაცრ დიეტაზე დამჯდარიყო, არამედ ფიზიკური ვარჯიშებისთვისაც მიემართა. ბაირონი წონის დასაგდებად დიეტის უამრავ მეთოდს მიმართავდა. ერთ-ერთი სახის დიეტას, რომელიც „ძმრის დიეტის” სახელწოდებით არის ცნობილი, პოეტი კინაღამ უმსხვერპლია კიდეც (ბაირონი საშინლად მოიწამლა). საბედნიეროდ, იგი გადარჩა. საბოლოო ჯამში, ლიტერატორს შედეგისათვის მაინც მიუღწევია. იმის შიშით, რომ კვლავ არ მოემატა წონაში და სხეულის სათანადო ფორმაც შეენარჩუნებინა, ჯორჯი მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში აქტიურად მისდევდა სპორტს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>