მარკუს ტულიუს ციცერონი – „ეპიზოდი”
„მე ორი სამშობლო მაქვს – რომის იმპერია და ქალაქი არპინიუმიო”, – ხშირად შენიშნავდა ხოლმე მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი რომაელი ორატორი და პოლიტიკური მოაზროვნე – მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები). ციცერონი კი ამაყობდა თავისი მშობლიური ქალაქით, თუმცა მისი არაკეთილმოსურნეები და მოშურნეები სწორედ რომ მის პროვინციელობას დასცინოდნენ ყველაზე მეტად. (ავტორი გენია.ჯი) „იგი სოფელში გაიზარდა და, მაშასადამე, სოფლელიაო”, – სარკასტულად შენიშნავდნენ ციცერონის მტრები. იმ ციცერონისა, ვინაც სულ რაღაც ოცდაცამეტიოდე წლის ასაკში გახდა ძლევამოსილი რომის სენატორი. ასეთ ახალგაზრდა ასაკში კი, მანამდე ჯერ არავის ჰქონია ეგზომ დიდი პატივი რომის სენატორი გამხდარიყო.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ რესპუბლიკური სახელმწიფო წყობილების მხარდამჭერ ციცერონს საშინლად სძულდა დაბადების დღის ყოველგვარი აღნიშვნა, თუნდაც ის მისი დაბადების დღე ყოფილიყო. „დაბადების დღის აღნიშვნა ფილოსოფოსის ღირსებას არამც და არამც არ შეეფერებაო”, – ამიტომაც ამბობდა იგი. ამას ისიც მოწმობს, რომ თავის ნაშრომებში მარკუსმა ერთადერთხელ მოიხსენია საკუთარი დაბადების დღე და ისიც ნეგატიურ კონტექსტში. – (ავტორი გენია.ჯი)