მაქსიმ გორკი წერდა…
„გონიერები სად არიან? ყველგან არიან, მაგრამ მათი მოძებნაა ძნელი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უაზრო ცხოვრება: ამ სიტყვების მნიშვნელობა მე უცებ და ძალიან კარგად გავიგე! მე ვიცნობ ასეთ ცხოვრებას, აზრები არსებობენ, მაგრამ ისინი ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული, დაქსაქსულნი არიან, დაბორიალებენ, როგორც უმწყემსოდ დარჩენილი ცხვრები და არავინაა, რომ მათ თავი მოუყაროს… აი, სწორედ ამასა ჰქვია უაზრო ცხოვრება… მე სიამოვნებით გავექცეოდი ასეთ ცხოვრებას, უკანაც კი არ მოვიხედავდი”.
* * *
„გამანაყოფიერეთ მე გონებისა და სიმართლის თესლით, მე კი მას ასწილად აღმოვაცენებ!”
* * *
„ასეა, ყველა სულდგმული თავის სოროს ნახულობს”.
* * *
„ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებაში ყველაზე უფრო შესამჩნევი ერთმანეთისადმი გაბოროტებული უნდობლობაა. ეს გრძნობა მათ ისევე აქვთ გამჯდარი ძვალსა და რბილში, როგორც კუნთების განუკურნავი დაღლილობა. ხალხს დაბადებიდანვე თან დაჰყვება ხოლმე მამებისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ეს სულიერი ავადმყოფობა, ის შავი აჩრდილივით თან სდევს მათ საფლავის კარამდე და მთელი ცხოვრების მანძილზე აიძულებს, ჩაიდინონ თავისი სიმკაცრით ყოველგვარ მიზანს მოკლებული, საზიზღარი დანაშაულებანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიმართლე ჩვენთვის პურზე უფრო ძვირფასი უნდა იყოს!”
* * *
„შენ ნუ უყურებ, ვინ როგორია, კარგია თუ ცუდი, გუშინ თუ კარგი იყო, დღეს შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს. მე, ყველაფერი ვნახე, კარგიც და ცუდიც, ოო, ბევრი რამ ვნახე! ზოგჯერ მითქვამს: აი, ეს კარგია-მეთქი! მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი”.
* * *
„საყვარელი კალოშებს ჰგავს, მაშინ სჭირდებათ, როცა ტალახია”.
* * *
„ცუდი საქმე არავის არ უნდა ვაპატიო, თუგინდ ჩემთვის სრულიად უვნებელიც იყოს. მე მარტო არა ვარ დედამიწის ზურგზე! დღეს ნებას მივცემ მე მაწყენინონ, მაგრამ ხვალ შეიძლება გამეცინოს კიდეც, არაფრად ჩავაგდო, მაგრამ ხვალ ჩემზე გამონაცადი ძალით ის წავა და ეცდება სხვას ტყავი გააძროს. იძულებული ხარ, ადამიანებს სხვადასხვაგვარად უყურო, გული გაიქვაო, ადამიანები გაარჩიო: ესენი შენიანები არიან, ისინი კი უცხონი. მართალს ვამბობ, მაგრამ ამაში სანუგეშო არაფერია!”
* * *
„საწყენია, მაგრამ ადამიანს არ უნდა დაუჯერო”. – (ავტორი გენია.ჯი)