ეზოპე – „ეპიზოდი”
ფართოდ გავცელებული ვერსიის თანახმად, ლეგენდად ქცეულ ძველ ბერძენ მეიგავეს – ეზოპეს (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 620-564 წლები), თავის დროზე დელფოს ორაკულებმა აპოლონის ტაძრის გაძარცვაში დასდეს ბრალი და აიძულეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… დროის გასვლასთან ერთად გარკვეული იქნა, რომ აპოლონის ტაძრის გაძარცვა სპეციალურად იქნა მოწყობილი მონადყოფილი მეიგავის მოშურნე პროვოკატორების მიერ და მას ამ უკიდურესად მკრეხელურ აქტში არანაირი ბრალი არ მიუძღოდა. ნათქვამია: „სამართალი ურმით დადის მაგრამ ყველას კართან ჩერდებაო”. ასე მოხდა ეზოპეს შემთხვევაშიც. ისევე როგორც სხვათათვის, ეს ინფორმაცია მოგვიანებით დელფოს ორაკულებისთვისაც ცნობილი გახდა, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, როგორმე გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული. შედეგად, დელფოს ორაკულებმა გადაწყვიტეს უსამართლოდ დასჯილი მეიგავის ოჯახისათვის კომპენსაცია გადაეხადათ. თუმცა, რადგანაც მას არც ოჯახი და არც ერთი შთამომავალი არ დარჩენია, კომპენსაცია მისი ყოფილი მეპატრონის – იადმონის შთამომავლებს გადასცეს (მონობაში მყოფ ეზოპეს სწორედ რომ იადმონმა მიანიჭა თავის დროზე თავისუფლება). – (ავტორი გენია.ჯი)