ჟოზი ბარტელი – „ეპიზოდი”
1952 წელს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე – 1 500 მეტრ დისტანციაზე სირბილში გამარჯვება მოპოვებული იქნა ლუქსემბურგელი მძლეოსნის – ჟოზი ბარტელის (1927-1992 წლები) მიერ. შედეგად, იგი იმ პირველ და ერთადერთ ლუქსემბურგელ სპორტსმენად არის დღემდე მიჩნეული ლუქსემბურგული სპორტის ისტორიაში, ვინაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა თავის „პატარა” სამშობლოს. (ავტორი გენია.ჯი) ლუქსემბურგელი მძლეოსნის გამარჯვება სრული მოულოდნელობა გახლდათ ოლიმპიადის ორგანიზატორთათვის, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ბარტელის დაჯილდოვების ცერემონიის მიმდინარეობისას. იმდენად მოულოდნელი, რომ ორგანიზატორებს ლუქსემბურგის ეროვნული ჰიმნის ჩანაწერიც კი არ აღმოაჩნდათ არქივში. შედეგად, გამარჯვების კვარცხლბეკზე ასული პირველი ლუქსემბურგელი ოლიმპიური ჩემპიონის პატივსაცემად აჟღერდა არა ლუქსემბურგის ეროვნული ჰიმნი, არამედ ორკესტრის წევრთა მიერ იმპროვიზირებული სულ სხვა მუსიკალური ნაწარმოები. დაჯილდოვების პროცესში პიადესტალზე მდგომი ბარტელი – ატირდა, თუმცა მისი ცრემლები გამარჯვების სიხარულისგან კი არ იყო გამოწვეული (როგორც შემდგომში თავად აღნიშნავდა), არამედ იმ გარემოებიდან, რომ მის „პატარა” ქვეყანას სათანადო პატივისცემით არ მოეპყრა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა. მოგვიანებით, ოლიმპიურმა კომიტეტმა ლუქსემბურგელ მძლეოსანს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში დაჯოლდოვებისას წარმოშობილი უხერხული სიტუაციის გამო.
მას შემდეგ არც ერთ ლუქსემბურგელ სპორტსმენს აღარ ღირსებია ოლიმპიური ოქროს მედალი. – (ავტორი გენია.ჯი)