“ძუიჰიცუ”

“ძუიჰიცუ” - იაპონურ ენაზე სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “ფუნჯის კვალდაკვალ”.იგი გახლავთ იაპონური მოკლე პროზის ჟანრი,რომელშიც ავტორი წერს იმას რაც თავში აზრად მოდის და არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას,თუ რამდენად “ლიტერატურული” ღირებულებისაა მის მიერ შექმნილი ნაწარმოები.“ძუიჰიცუ”-ში შესაძლოა ვიხილოთ რომელიმე ავტორის უეცარი მოგონებებიდან რაიმე სიუჟეტი,ან ავტორის რაიმე შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე,ან თუნდაც რაიმე ყოველდღიურად დანახული ნებისმიერი თემა. (ავტორი გენია.ჯი) კლასიკურ “ძუიჰიცუდ” მიიჩნევა X საუკუნეში დაწერილი “სასთუმლის ჩანაწერები”,რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ უდიდეს შუასაუკუნეების იაპონელ მწერალ ქალს – სეი-სიონაგანს.ამავე ჟანრს განეკუთვნება დიდი იაპონელი მწერლის – კამო-ნო ტიომეის (1154-1216 წლები),ნაწარმოები: “კელიის ჩანაწერები”.”ძუიჰიცუს” ჟანრის კლასიკურ ნაშრომად მიჩნეულია ასევე იაპონელი მწერლის – არაი ჰაკუსეკის (1657-1725 წლები) ნაწარმოები: “შეგროვება და დაწვა ფიჩხისა”.”ჰუიციძუ”-ს ჟანრი იაპონიაში იმთავითვე დიდ ყურადღებას იმსახურებდა ლიტერატურულ წრეებში და აქტუალურობას არც დღეს ჰკარგავს. (ავტორი გენია.ჯი)