იცით თუ არა, რომ?!
1. მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის – 1 აპრილს აღინიშნება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ზღარბის გული წუთში 300-ჯერ ცემს.
* * *
3. ედგარ ალან პო, ალბერტ აინშტაინი, ჰერბერტ უელსი, ჩარლზ დარვინი და სერგეი რახმანინოვი, ის ცნობილი პერსონები გახლდნენ, რომლებიც თავიანთ ბიძაშვილებზე იყვნენ დაქორწინებულნი.
* * *
4. სეკატორი – პირველად 1815 წელს იქნა გამოგონებული საფრანგეთში და მისი თავდაპირველი დანიშნულება – ვაზის გასხვლა გახლდათ.
* * *
5. გამოჩენილი პოლონელი პოეტის – ცილპიან კამილ ნორვიდის სადებიუტო (პირველი) ლექსი, მართლაც რომ უჩვეულო სახელწოდებისა გახლდათ – „ჩემი უკანასკნელი სონეტი”. მას შემდეგ ციპრიანმა ასეულობით ლექსი დაწერა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ევროგვირაბის გაყვანის იდეა, რომელიც საფრანგეთს დიდ ბრიტანეთთან დააკავშირებდა, პირველმა – ნაპოლეონ ბონაპარტმა წამოაყენა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში.
* * *
7. დამოუკიდებელი საბერძნეთის პირველი პრეზიდენტი – იოანის კაპოდისტრიასი (მმართველობის წლები: 1827-1831 წლები), გაგიკვირდებათ და სანამ ამ საპატიო პოსტს დაიკავებდა, რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
* * *
8. გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებას ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე გააჩნდა კოლონია, რომელსაც – „ახალი შვაბია” ერქვა.
* * *
9. სამხრეთ კორეის ორი ექს-პრეზიდენტი – ნო მუ ჰიენი (მმართველობის წლები: 2003-2008 წლები) და კიმ დე ჯუნი (მმართველობის წლები: 1998-2003 წლები), რწმენით კათოლიკე ქრისტიანები იყვნენ.
* * *
10. ტერმინი – „მორფოლოგია”, რომელმაც ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი ლინგვისტიკასა და ბიოლოგიაში, შემოღებული იქნა საბუნებისმეტყველო მეცნიერების მოყვარული გენიალური გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)