ჩარლზ დიკენსი – „ეპიზოდი”
ინგლისური ლიტერატურის მეტრი - ჩარლზ დიკენსი (1812-1870 წლები), თავისი მეგობრის ქალიშვილზე – კეტრინ ტომსონზე 1836 წლის 2 აპრილს დაქორწინდა. (ავტორი გენია.ჯი) წყვილს თანაცხოვრებაში 10 შვილი კი გაუჩნდა, თუმცა მათ პირად ურთიერთობაში ყოველთვის იჩენდა ხოლმე თავს რიგი პრობლემებისა. ცნობილია, რომ ჩარლზსა და კეტრინს შორის ხშირი იყო კონფლიქტები, რაშიც მწერალი ბრალს კეტრინს სდებდა. 1857 წელს დიკენსმა 18 წლის ასაკში მყოფ მსახიობ გოგონასთან – ელენ ტერნანთან გააბა სასიყვარულო რომანი, რომელიც ცნობისათვის, ჩარლზის აღსასრულამდე გაგრძელდა. 1858 წელს მან კეტრინთან ოფიციალურად გააწერა ხელი, თუმცა იმისათვის, რომ საზოგადოების წინაშე მის ავტორიტეტს ჩრდილი არ მისდგომოდა და თავი ემართლებინა, რამდენიმე საგაზეთო სტატია გამოაცხო, რომლებშიაც ყოფილი მეუღლე საშინლად გამოლანძღა და იგი – ცუდ დედად, უკიდურესად დეპრესიულ და სულელ ქალად მოიხსენია. შესაბამისად, ოჯახის დანგრევის საშინელი და მძიმე ტვირთი ინგლისელმა ლიტერატორმა საკუთარ თავზე კი არ აიღო, არამედ საჯაროდ აჰკიდა თავისი 10 შვილის დედას – კეტრინს. – (ავტორი გენია.ჯი)
კეტრინ ტომსონ დიკენსი
ელენ ტერნანი