ართურ მილერი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი დრამატურგი, მერილინ მონროს ერთ-ერთი მეუღლე და ეგზომ პოპულარული პიესის – „კომივიაჟორის სიკვდილი”-ს ავტორი - ართურ აშერ მილერი (1915-2005 წლები), თავის დროზე დაქორწინებული გახლდათ ამერიკელ ფოტოხელოვან ქალზე – ინგე მორატზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ქორწინებაში წყვილს ორი შვილი – რებეკა და დანიელი შეეძინა. სამწუხაროდ, დანიელი „დაუნის სინდრომით” მოევლინა ქვეყნიერებას, რამაც უკიდურესად აღაშფოთა და გაანაწყენა მილერი. და სწორედ აქ გამოავლინა ართურმა (მამობრივ გრძნობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) თავისი ყოვლად არაადამიანური ბუნება: დანიელის დაბადებიდან ერთი კვირის თავზე ამ უგულო კაცმა ბავშვი ადგილობრივ ფსიქიატრიულ კლინიკაში მიაბარა (ბედის ანაბარა მიატოვა) და ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, რომ არც ერთხელ არ მოუნახულებია იგი და არც ერთხელ არ მოუკითხავს მისი ამბავი. ის კი არადა, მილერს გაკვრითაც კი არა ჰყავს მოხსენიებული „დაუნის სინდრომით” დაავადებული ვაჟიშვილი თავის სქელტანიან მემუარებშიც. – (ავტორი გენია.ჯი)