ბრიჯიტ ბარდო – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ულამაზესი ფრანგი კინომსახიობი, ფოტომოდელი და მომღერალი ქალი – ბრიჯიტ ბარდო, ვინაც 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე განსაკუთრებული ძალისხმევით იცავს ცხოველთა უფლებებს, თავის დროზე კატეგორიულად მოითხოვდა მეზობლისაგან, რომ მას პირად საკუთრებაში არსებული ვირის კასტრაცია (დასაჭურისება) მოეხდინა დაუყონებლივ. ეგზომ საკვირველი მოთხოვნის მიზეზად 1950-1960-იანი ფრანგი სექს-სიმბოლო იმ გარემოებას ასახელებდა, რომ მეზობლის ვირი დროდადრო ანხორციელებდა „სექსუალურ ძალადობას” ბრიჯიტის საკუთრებაში არსებულ ცხენზე. საბოლოო ჯამში, ბრიჯიტმა დასახულ მიზანს მიაღწია – ვირი დასაჭურისებული იქნა. – (ავტორი გენია.ჯი)