ინოკენტი სმოკტუნოვსკი – „ეპიზოდი”
1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად, სერიოზულად განიხილებოდა თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობის – ინოკენტი სმოკტუნოვსკის (1925-1994 წლები) კანდიდატურა. (ავტორი გენია.ჯი) საზეიმო ბანკეტზე, რომელიც ორგანიზებული იქნა ხელისუფლების მიერ დეპუტატობის პოტენციური კანდიდატის საპატივცემულოდ, ინოკენტიმ წარმოთქვა სადღეგრძელო, რომელმაც გაგიკვირდებათ და, ერთხელ და სამუდამოდ დაასამარა რუსი მსახიობის შემდგომი პოლიტიკური კარიერული წინსვლა: „ – მე ვისურვებდი, ჩვენი ქვეყნის მაღაზიის თაროები ყოველთვის სავსე იყოს და არასოდეს დაცარიელდეს, ხოლო ჩვენი ამომრჩევლების სუფრაზე კი ისეთივე ხვავიერი პროდუქტი და გემრიელი კერძები მეხილოს, როგორიც ახლა აქ, ჩვენს სუფრაზე ვიხილე”.