„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„სასაცილოა, როგორ ლაპარაკობენ ადამიანები მომავალზე, გეგონება, ხელში უჭირავთო, თითქოს შეეძლოთ თავის ნებაზე, მიმდინარე მომენტის შესაბამისად თუ სურთ, მოაახლოონ და თუ სურთ – შეაფერხონ ამ მომავლის დადგომა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კარგია, როცა გვგონია, შედეგი უმიზეზოდ და მიზეზი უშედეგოდ არ არსებობსო”.
* * *
„ნათქვამია, საქმეს დრო დაუთმე, გართობას – ერთი საათიო”.
* * *
„დიდ გემებს დიდი ქარიშხლებისთვის აგებენ”.
* * *
„ღმერთი ყველგან და ყველაფერშია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სისხლი სიხლით არ დაბანილა, არც დაიბანება; სისხლს წყალი დაჰბანს მხოლოდ”.
* * *
„ეჰ, სიღარიბევ!”
* * *
„მოდი, ნუ მივედ-მოვედებით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ”.
* * *
„არიან ადამიანები, თავიანთი ფიზიკური სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე ცოცხლები რომ რჩებიან. ასეთები ძალიან ცოტანი არიან. მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, გარდაცვალებამდე ასჯერ რომ განიცდიან სიკვდილს”.
* * *
„სამწუხაროდ, ამ ცხოვრებაში ხშირად ეცემა მაზანდა დასმენასა და ცილისწამებას; ხშირად უდგება დარი ავსიტყვებს და გულბოღმიანებს”. – (ავტორი გენია.ჯი)