რატომ ჩახსნეს ოლიმპიური თამაშებიდან სპარტა?
დიდი ძველ ბერძენი სოფისტი ისტორიკოსის – თუკიდიდეს ცნობით, ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის ბოლოს ოლიმპიური სანქციების ქვეშ მოექცა ელადის ისეთი ძლევამოსილი ქალაქ-სახელმწიფო, როგორიც გახლდათ – სპარტა. (ავტორი გენია.ჯი) ლაკედემონის ოლიმპიური თამაშებიდან ჩამოშორების მიზეზი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარებაში ნამდვილად არ მდგომარეობდა (იმ პერიოდში დოპინგის შესახებ საერთოდ არაფერი იყო ცნობილი). მოტივი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა, ბევრად უფრო სერიოზულ საკითხს მოიცავდა.
პელეპონესის პირველი ომის დასრულებამ და მეომარი მხარეების დაზავებამ, ხალხი იმდენად აღაფრთოვანა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნებს უარი განეცხადებინათ საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე. „სპორტი და მშვიდობა” – ეს გახლდათ სიტყვები, რომლებიც ოლიმპიადის ერთგვარ დევიზად იქცა ანტიკური ხანიდანვე.
მიუხედავად ამისა, სპატრელებმა არად ჩააგდეს დადგენილი ოლიმპიური წესები და ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ ფირკისა და ლიკეის ციხე-სიმაგრეები აიღეს ერთდროულად. ლაკედემონელების მიერ გამოვლენილმა ორმაგმა დემარშმა ელადელებს სრული უფლება მისცა სპარტა ოფიციალურად ჩაეხსნათ ეგზომ პოპულარული სპორტული ღონისძიებიდან. თუმცა-კი, საბოლოოდ კარი მაინც არ მიუხურავთ მისთვის. ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა სპარტელებს ჯარიმის სახით 800 კილოგრამი ოქროს გადახდა დააკისრეს. იმ შემთხვევაში, თუ ლაკადემონია ჯარიმას გადაიხდიდა, მას აღუდგებოდა უფლება სრულყოფილი მონაწილეობა მიეღო ოლიმპიურ თამაშებში. სპარტამ უარი განაცხადა დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე. შესაბამისად, იგი არც იქნა დაშვებული იქ. ლაკედემონელებს სოლიდარობა გამოუცხადა პელოპონესის ომში ჩართულმა სპარტას მოკავშირე სხვა ძველ ბერძნულმა პოლისებმაც. შედეგად, სპარტელებს ოლიმპიადაზე მხოლოდ მაყურებლის ფუნქცია დაეკისრათ (ეს არ გახლდათ აკრძალული). ასე რომ, ომის უდროო გაჩაღება გახლდათ მიზეზი იმ გარემოებისა, რის გამოც სპარტა დროებით იქნა მოკვეთილი ოლიმპიური თამაშებიდან. – (ავტორი გენია.ჯი)