ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის რუსი კლასიკოსისა და მოაზროვნის - ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) ბიოგრაფები ხშირად შენიშნავდნენ, რომ მწერალს ძალიან ბევრი მანკიერი თვისება ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ ასეთ მანკიერებად – აზარტული თამაშებისადმი მისი განსაკუთრებული ლტოლვა სახელდება. ცნობილია ისიც, რომ აზარტული თამაშების მოტრფიალე არაერთხელ ჩართულა ბანქოს თამაშის პროცესში ხელჩართულ ჩხუბში მოწინააღმდეგეებთან. რამდენიმე შემთხვევაში საქმე დუელამდეც მივიდა. ისეთ დუელამდეც კი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყოლია თან. შედეგად, ტოლსტოის არა მხოლოდ ომიანობისას უხდებოდა ადამიანების მოკვლა (მონაწილეობდა ყირიმის ომში), არამედ მშვიდობიანი ცხოვრების ჟამსაც. „არ არსებობს ისეთი დანაშაული, ერთხელ მაინც რომ არ მქონდეს ჩადენილიო”. – ამიტომაც აღიარებდა ტოლსტოი სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს.
საინტერესოა ისიც, რომ ყველა იმ მანკიერი თვისების არსებობაში, რომელიც მას მრავლად ახასითებდა ცხოვრებაში, იგი თავის აღმზრდელ დეიდას ადანაშაულებდა და არა საკუთარ თავს. – (ავტორი გენია.ჯი)