ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”

ცნობილი ფაქტია, რომ ოპტიკური ტელესკოპის პირველი მოწყობილობა გენიალურმა ინგლისელმა სწავლულმა – ისააკ ნიუტონმა (1643-1727 წლები), ჯერ კიდევ 1668 წელს შეიმუშავა. ინოვაციური ასტრონომიული ტელესკოპის მიმართ ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ სხვა მრავალი მეცნიერის მსგავსად, მისით თვით ინგლისისა და შოტლანდიის მეფე – ჩარლზ II სტიუარტი დაინტერესდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ ისააკს თავისმა ნათესავმა – კონდუიტმა, ოპტიკური ხელსაწყოს შესახებ გაუბა საუბარი:

„ – მითხარით გეთაყვა, ოპტიკური ტელესკოპისათვის საჭირო სარკე რომელმა ოსტატმა დაამზადა?

- იგი თავად მე დავამზადე.

- ტელესკოპისათვის საჭირო სხვა ხელსაწყოები საიდანღა მოიტანეთ?

- ისინიც თავად დავამზადე. და საერთოდაც, მე რომ იმას დავლოდებოდი, ვინ როდის რას გააკეთებდა, საერთოდ ვერაფრის შექმნას ვერ მოვასწრებდი ცხოვრებაშიო”. – უპასუხა ცნობისმოყვარე ნათესავს ისააკმა. – (ავტორი გენია.ჯი)

ოპტიკური ტელესკოპი

კომენტარის დატოვება