პალ ერდიოში – „ეპიზოდი”
XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა უნგრელმა მათემატიკოსმა – პალ ერდიოშმა (1913-1996 წლები), ისე განვლო ცხოვრება, რომ არასოდეს დაქორწინებულა და შესაბამისად, შთამომავლობაც არ დაუტოვებია. (ავტორი გენია.ჯი) ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ, რომ ერდიოშს თავისი განუზომელი ყურადღება არ მოეკლო მისთვის ეგზომ სათაყვანებელი მეცნიერების მიმართ. ის კი არადა, რაც შეიძლება ნაყოფიერად რომ ემუშავა და მათემატიკისათვის რაც შეიძლება დიდი დრო დაეთმო, უნგრელი მათემატიკოსი ძილსაც კეთროვანივით გაურბოდა. ამიტომაც მოიხმარდა იგი უხვი რაოდენობით ყავას, კოფეინის აბებსა და ამფეტამინსაც კი. შედეგი: ათასობით გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი ზუსტ მეცნიერებაში.
ერდიოშს სხვა უამრავ უცნაურ თვისებასთან ერთად, ერთი უცნაურობაც ახასიათებდა: იგი ხშირად სტუმრობდა თავის ამა თუ იმ მეგობარს და, როდესაც კი კარის ზღურბლზე შედგამდა ფეხს, მასპინძელს სახეგაბადრული ეუბნებობდა – „ახლა ჩემი ტვინი გაიხსნა”. რის შემდგომაც, სტუმრად მყოფი, ორი-სამი დღის განმავლობაში მთელი თავისი არსებით ეშვებოდა მათემატიკის ლაბირინთებში. – (ავტორი გენია.ჯი)