რიჩარდ I ლომგული – „ეპიზოდი”
ინგლისის ლეგენდად ქცეული მეფე – რიჩარდ I ლომგული (1157-1199 წლები), განსაკუთრებულ სიმამაცესთან ერთად, განსაკუთრებული გემოთმოყვარეობით „დაჯილდვებული” მონარქიც ყოფილა თურმე. გემრიელი კერძების დაგემოვნება მისთვის იმდენად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა, რომ მზარეულების შერჩევის პროცესში (მიუხედავად მისი სამეფო სტატუსისა), პირადადაც კი იღებდა მონაწილეობას. (ავტორი გენია.ჯი) კარგი საკვების ფანატიკურად მოყვარული რიჩარდი ერთხელ ისე მოუხიბლავს თავისი მზარეულის მიერ დამზადებულ ხარისხიან კერძებს, რომ მისთვის ჯერ რაინდის ტიტული უბოძებია, ხოლო შემდგომ „პუატუს ფეოდალური სამზარეულოს გრაფის” ხარისხშიც კი აუყვანია იგი. – (ავტორი გენია.ჯი)