ვუდი ჰარელსონი – „ეპიზოდი”
ჰოლივუდის საყოველთაოდ ცნობილი ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი – ვუდი ჰარელსონი სულ რაღაც შვიდიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა, როდესაც მისი მშობელი მამა – ჩარლზ ჰარელსონი, ფედერალური მოსამართლის – ჯონათან ვუდის მკვლელობის ბრალდებით იქნა დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) სასამართლომ დიდი ამერიკელი კინომსახიობის მამას ჩადენილი სასტიკი მკვლელობისათვის განაჩენად ერთბაშად ორი – „სამუდამო პატიმრობა” შეუფარდა. ვუდი ხშირად სტუმრობდა ჩარლზს ციხეში და ყოველთვის შენიშნავდა, რომ მამამისი ძალიან ნაკითხი და განათლებული კაცი იყო. მოგვიანებით, მან რამდენჯერმე ეცადა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, თუმცა ყველა შემთხვევაში უშედეგოდ.
საინტერესოა ისიც, რომ ჩარლზმა თავდაპირველი დაკითხვებისას ვუდის მკვლელობასთან ერთად ისიც კი „აღიარა”, რომ მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული აშშ-ის პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობაში. თუმცა მოგვიანებით მან თავისი პირველი ჩვენება უარყო. კონსპიროლოგთა ცნობით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მკვლელობის დროს ჩარლზი მართლაც რომ ახლოს იმყოფებოდა იმ საბედისწერო ადგილთან, სადაც კენედი მოკლეს. საბოლოო ჯამში, ჩარლზს კენედის მკვლელობაში მონაწილეობის მიღება არ დაუმტკიცდა.
2007 წლის 15 მარტს ჩარლზ ჰარელსონი საკუთარ საკანში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ბუნებრივი გარემოებები იქნა დასახელებული. – (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ ჰარელსონი