ალექსანდრე დიუმა წერდა…
„ადამიანი ყოველთვის ასეთია: სხვის თავმოყვარეობას ნაჯახით სცემს, ხოლო როდესაც მისას ნემსით უჩხვლეტენ, ყვირილს მორთავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქმე ის კი არ არის, რომ მითხრათ, ცუდად იქცევიო, არამედ უნდა მირჩიოთ, როგორ მოვიქცე”.
* * *
„სიცოცხლეში ადამიანს ნამდვილად მხოლოდ ერთხელ უყვარს…”
* * *
„მე ჩემი სიტყვის ერთგული ვარ ისევე, როგორც გულისა”.
* * *
„ჩემი პირველი მოვალეობა კაცთმოყვარეობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საყვარელს შეიძლება დასცილდე, მაგრამ ცოლი, ეშმაკმა დალახვროს, სულ სხვა რამაა, მასთან სამუდამოდ ხარ დაკავშირებული, სულერთია, ახლოს იქნები თუ შორს”.
* * *
„ადამიანთა ბოროტებას საზღვარი არა აქვს, ის უფრო უსაზღვროა, ვიდრე ღვთის მოწყალება”.
* * *
„რამდენჯერ მინატრია მეფის სიმდიდრე, რომ მილიონობით ადამიანისაგან მეყიდა მათი საიდუმლოება და ამ საიდუმლოებათა შორის მიმეგნო ჩემი საიდუმლოებისათვის”.
* * *
„ადამიანთა ცუდი საქციელი, უმრავლეს შემთხვევაში, იბადება პირადი აუცილებლობის გამო”.
* * *
„ყველა ვნების ფსკერზე, ყველა სიამოვნების უკან, ყოველთვის იმალება სინდისის ქენჯნა”. – (ავტორი გენია.ჯი)