ირან-ერაყის ომი – „ეპიზოდი”
ირან-ერაყის ომში (1980-1988 წლები), რომელიც სპარსეთის ყურის პირველ ომად არის ცნობილი, 1984 წელს ერაყელმა სამხედროებმა მეტად იშვიათ, არაადამიანურ, თუმცა კი, ერთობ ეშმაკურ სამხედრო მეთოდს მიმართეს მტრის წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ინფორმირებულნი იყვნენ, რომ ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ირანელ ჯარისკაცებს მეჯუნის რაიონში არსებული ჭაობი უნდა გადაელახათ. ამიტომაც, ერაყელებმა ჭაობის ტერიტორიის წყლები ასეულობით შიშველი კაბელით ისე დაქსელეს და შენიღბეს, რომ ისინი მტრისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყვნენ. თითოეული კაბელის ბოლო კი ელექტროგენერატორებზე იქნა დაერთებული. როდესაც ირანელებმა ჭაობის ტერიტორიის გადაკვეთა დაიწყეს, ერაყელებმა ელექტროგენერატორები ჩართეს, რამაც ათასობით ირანელი ჯარისკაცის მყისიერი დაღუპვა გამოიწვია. თუმცა, ამით ეს მხეცური ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
მას შემდეგ, რაც დასახული გეგმა განახორციელეს, სადამ ჰუსეინის ჯარისკაცებმა ჭაობის წყლებში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებს ერთად მოუყარეს თავი, ხუთ-ხუთი მათგანი სიგანეზე ერთმანეთს იმავე კაბელებით გადააბეს და უდაბნოში სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები ქვიშაში რომ არ ჩაფლულიყვნენ, დახოცილი ირანელი ჯარისკაცების ცხედრებისაგან რამდენიმე კილომეტრიანი გზა გაიყვანეს.
რამდენად უნდა შეიშალოს ადამიანი ჭკუაზე და რამდენად უნდა სძულდეს მას თუნდაც თავისი მტერი, რომ ასე მხეცურად და არაადამიანურად მოექცეს მკვდრებს, მართლაც რომ რთული წარმოსადგენია. – (ავტორი გენია.ჯი)