აჰმედ სუკარნო – „ეპიზოდი”
1950-იან წლებში საბჭოთა კავშირის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიის დიქტატორი პრეზიდენტი და ინდონეზიური ნაციონალიზმის სულისჩამდგმელი – აჰმედ სუკარნო (1901-1970 წლები) ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) საბჭოთა უშიშროების სამსახურმა (სუკმა) კარგად უწყოდა ეგზომ მაღალი სტატუსის მქონე სტუმრის განსაკუთრებული ლტოლვის შესახებ სექსუალური ქალბატონების მიმართ. იმისთვის, რომ მისი კომპრომეტირება მოეხდინა და ამით აჰმედი თავის გავლენმის ქვეშ მოექცია სუკს, სასტუმროში დაბინავებულ სუკარნოს, რამდენიმე მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ლამაზმანი შეუგზავნეს. ლამაზმანების მომსახურეობაზე ინდონეზიის ოდიოზ დიქტატორს უარი არ უთქვამს. ის კი არადა, იმ ღამით მას ნამდვილი ორგიაც მოუწვია თავის მდიდრულ სასტუმრო ნომერში. თავის მხრივ, სუკარნოს მიერ გამართული ორგია გასაიდუმლოებულად აღუბეჭდავს ვიდეოფირზე საბჭოთა უშიშროებას, რაც შემდგომ მისთვისაც უჩვენებია. სუკისდა გასაოცრად, აღნიშნულ გარემოებას ინდონეზიის პრეზიდენტზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მათი გაოცება კი მაშინ უფრო თვალნათელი გამხდარა, როცა აჰმედს უთხოვია, რამდენიმე ასლი მისთვისაც გადაეცათ „საჩუქრად”. „ამ ვიდეოფირის ნახვის შემთხვევაში ჩემი ერი ნამდვილად რომ იამაყებს თავისი ლიდერითო”, – უთქვამს მაშინ გაოგნებული სუკელებისათვის სუკარნოს. – (ავტორი გენია.ჯი)