„საწყალი მეძავების პეტიცია” – (ეპიზოდი)

1668 წელს ინგლისის მეფემ – ჩარლზ II სტიუარტმა დიდმარხვის პერიოდში ოფიციალურად გაილაშქრა მეძავთა წინააღმდეგ. შედეგად, მორწმუნეებმა, რომელთათვისაც დიდმარხვის პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ „ცუდი რეპუტაციის მქონე” დაწესებულებებზე შეტევა (სათამაშო სახლებზე, ტავერნებზე და ასე შემდეგ), განსაკუთრებული ძალისხმევით „საროსკიპოებს” შეუტუეს. (ავტორი გენია.ჯი) განხორციელებულმა მასიურმა თავდასხმებმა საროსკიპოების მფლობელები და იქ „დასაქმებულები” იმდენად აღაშფოთა, რომ ნამდვილი ჯანყიც კი მოაწყვეს. რამდენიმე ხანში, მათ ერთობლივად შეიმუშავეს დოკუმენტი, სახელწოდებით – „საწყალი მეძავების პეტიცია”. პეტიციის ავტორებმა კარგად იყვნენ ჩახედულნი ჩარლზ II სტიუარტის მრავალფეროვან სექსუალურ თავგადასავლებში. მათ ისიც კარგად უწყოდნენ, რომ იმ პერიოდში მეფის ყველაზე გავლენიან საყვარელს, კასტლემაინის გრაფინია – ბარბარა პალმერი წარმოადგენდა. შედეგად, წერილიც სწორედ მის სახელზე იქნა შედგენილი და მის სახელზევე გაგზავნილი. ცინიზმით აღსავსე პეტიციაში ავტორები ღიად დასცინოდნენ ჩარლზის უხვ სქესობრივ თავგადასავლებს, მათ შორის „მაღალი კლასის” კურტიზანებთან. თუმცა წერილის დასასრული მართლაც რომ უკიდურესი ცინიზმითა და ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვით იყო გაჯერებული: „გთხოვთ, ქალბატონო ბარბარა, დაეხმაროთ თქვენს „დებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

„საწყალი მეძავების პეტიცია”

ჩარლზ II სტიუარტი

ბარბარა პალმერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>