ბრიტანეთის შიდა ფინანსური კრიზისი – „ეპიზოდი”
1720 წელს დიდი ბრიტანეთი საშინელმა შიდა ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა (იმ პერიოდში სხვა უამრავ დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა ისეთი გენიალური ინგლისელი მეცნიერიც, როგორიც გახლდათ – ისააკ ნიუტონი). სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციების დაცემამ, რაც გამოწვეული გახლდათ მსოფლიოში პირველი ფინანსური პირამიდის შექმნით, ადამიანებს ელემენტარული არსებობის საშუალება მოუსპო. (ავტორი გენია.ჯი) საბანკო სისტემის მასიურმა მანიპულირებამ მოსახლეობის მიერ ბანკებში დაბანდებული უკანასკნელი კაპიკები (სარჩო-საბადებელი) – „ქარს გაატანა”. შედეგად, ბანკების მიერ გაბანკროტებულ და გაღატაკებულ მოქალაქეებში განსაკუთრებით იმატა თვითმკვლელობათა საშინელმა აქტებმა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 1720 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილა ერთობ უჩვეულო სახის მქონე რეზოლუცია, რომელიც ბანკირების ქვეწარმავლებთან ერთად ტომრებში ჩასმასა და შემდგომ მათ მდინარე ტემზაში გადასროლას გულისხმობდა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული რეზოლუცია ბრიტანეთის პარლამენტმა არ მიიღო, რითაც ყალთაბანდი ბანკირები გადაურჩნენ ესოდენ სასტიკი, თუმცა კი, სამართლიანი განაჩენის გამოტანას. – (ავტორი გენია.ჯი)