სპორტი და განათლება – „ეპიზოდი”
იმის მტკიცება, რომ სპორტით ინტენსიური დაკავება ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აქვეითებს, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის თვალნათელი მაგალითები კი მრავლად მოიპოვება ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, ისეთი გენიალური ძველი ბერძენი სწავლულები და ფილოსოფოსები, როგორებიც იყვნენ – სოკრატე, არისტოტელე, ჰიპოკრატე და დემოსთენე, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. პლატონი კი სულაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა პანკრატიონში (მუშტი-კრივთან გაერთიანებული ორთაბრძოლა). გარდა პლატონისა, პანკრატიონში ოლიმპიური ჩემპიონის საპატიო ტიტულს თავის დროზე ასევე დაეუფლა დიდი ძველ ბერძენი სწავლული – პითაგორა სამოსელიც (ცნობისათვის, საყოველთაოდ ცნობილი მათემატიკური თეორემის ექსცენტრიულ ავტორს ძალიან უყვარდა საზოგადოების წინაშე თავზე დადგმული „ოქროს დიადემით” გამოჩენა). ოლიმპიურ ასპარეზზე განსაკუთრებულ წარმატებას ასევე მიაღწია პითაგორას ერთ-ერთმა მოწაფემ, ცნობილი სამეცნიერო ტრაქტატის – „ფიზიკის” ავტორმა – მილონ კროტონელმა, ვინაც სამოსელს – „ყველაფრისა და ყოველივეს მასწავლებლად” მოიხსენიებდა. იგი 7-ჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ძალისმიერ სპორტულ სახეობებში.
ძველ ბერძენი გენიოსების მსგავსად, სპორტით, კერძოდ კი ფეხბურთით, გატაცებული გახლდათ XX საუკუნის დიდი დანიელი ფიზიკოსი და „მანჰეტენის პროექტის” ერთ-ერთი მონაწილე – ნილს ბორი. ის კი არადა, ერთ დროს იგი დანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერსაც წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)