იცით თუ არა, რომ?!
1. „იგი აუცილებლად მოკლავს ვინმეს და თავის სიცოცხლესაც ციხეში დაასრულებსო”. – ასე უწინასწარმეტყველებდნენ სკოლის მასწავლებლები ყმაწვილ სილვესტერ სტალონეს თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ყოველი ახალი წლის დადგომის შემდეგ, რასაც პირველი სტუმრობდა ხოლმე დიდი რუსი მწერალი – ანტონ ჩეხოვი, საროსკიპო გახლდათ.
* * *
3. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ „ელემენტთა პერიოდული სისტემის” პირველ ავტორს, სახელოვან რუს ქიმიკოსს – დიმიტრი მენდელეევს, სკოლაში სწავლის ჟამს ნიშნების სახით ქიმიაში – 3-იანი ჰყავდა.
* * *
4. ამერიკული საავტომობილი კომპანიის – „ფორდის” ფუძემდებელს – ჰენრი ფორდს, თავის ცხოვრებაში არასოდეს აუღია მართვის მოწმობა. (ეს ისე, ცოდნისთვის: „ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიო საბურავზე შესვა”. – ასე მოიხსენიებენ დღემდე ჰენრი ფორდს).
* * *
5. იაპონური ენის ლექსიკონში არსებული ტერმინი – „ცინდოკუ”, – „წიგნის ყიდვისა და მისი არასდროს წაკითხვის ხელოვნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ადოლფ ჰიტლერი ფეხბურთის მოყვარული მიზანთროპი გახლდათ. მის საყვარელ გუნდს გელზერკირხენის „შალკე” წარმოადგენდა, რომელიც სწორედ რომ ფიურერის მმართველობის წლებში ხდებოდა ყველაზე ხშირად გერმანიის ჩემპიონი.
* * *
7. ადამიანს, რომელიც ფანატიკურად არის შეყვარებული წვიმაზე, მეცნიერულად – „პლიუვიოფილი” ჰქვია.
* * *-
8. ბულგარული პილპილი გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს „C ვიტამინს”, ვიდრე ფორთოხალი და, რაც უფრო წითელი შეფერილობისაა იგი, მით მეტად მდიდარია „C ვიტამინით”.
* * *
9. იამაიკის ეროვნული დროშა ერთაერთი ეროვნული დროშაა მსოფლიოში, რომელზეც დატანილი არ არის არც თეთრი, არც წითელი, არც ცისფერი და არც თეთრი ფერები.
* * *
10. პირველი ასანთი დამზადებული იქნა საფრანგეთში 1805 წელს ფრანგი ქიმიკოსის – ჟან შანსელის მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)