იგბოს ხალხი – „ეპიზოდი”
აფრიკის ცხელ კონტინენტზე განთავსებულ ნიგერიის რესპუბლიკაში მაცხოვრებელ – იგბოს ხალხის გარკვეულ ნაწილში, ერთი მეტად უჩვეულო ტრადიციაა შემორჩენილი, რომელიც თავის მხრივ, წყვილის დაქორწინებასთან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) თითოეული საქმრო, რომელსაც თავის სატრფოზე სურს დაქორწინება, ვალდებულია შეყვარებული ქალის ნათესავების მიერ მოწყობილ გრძელ კორიდორში გაიაროს. ამ შემთხვევაში გასაოცარი იმდენად არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: კორიდორში გავლის დროს საქმროს საცოლის ნათესავები მთელი თავისი ძალით სცემენ კეტებს. თუკი ასეთი სავალალო პროცესი მან ისე ღირსეულად გაიარა, რომ ერთხელაც კი არ წაქცეულა და არ შეფერხებულა, მაშინ მას ოჯახის შექმნისათვის მზად მყოფ მამაკაცად მიიჩნევენ და ნებასაც რთავენ თავიანთ ნათესავზე დაქორწინებისა. – (ავტორი გენია.ჯი)