არტურ შოპენჰაუერი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი-მიზანთროპი – არტურ შოპენჰაუერი (1788-1860 წლები), გემოთმოყვარეობითა და განსაკუთრებული მადიანობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი მისი უცნაურობა სწორედ რომ ზემოაღნიშნულ თვისებებთან იყო დაკავშირებული: ტრაპეზის ჟამს შოპენჰაუერი სუფრას ყოველთვის ორ ადამიანზე აწყობინებდა, რა დროსაც ორ ადამიანზე გაშლილ პურ-მარილს მხოლოდ და მხოლოდ თავად შეექცეოდა. თუკი რომელიმე ცნობისმოყვარე დაინტერესდებოდა, არტურის ასეთი ქმედებით, მისგან ყოველთვის შემდეგ პასუხს იღებდა: „ეს იმიტომ, რომ მე ორი ადამიანის საფიქრალს ვფიქრობ ერთდროულადო”.
საინტერესოა ისიც, რომ ტრაპეზის დროს იგი არავის აძლევდა უფლებას მასთან ერთად სადილობისა. ერთადერთი არსება, ვისაც არტურთან ერთად ტრაპეზის უფლება ჰქონდა მინიჭებული, ფილოსოფოსის მფლობელობაში არსებული პუდელის ჯიშის ძაღლი, სახელად – „ატმანი” იყო. ძაღლი, რომელსაც კაცთმოძულე შოპენჰაუერი ყოველთვის „თქვენობითა” და „ბატონოთი” მიმართავდა ადამიანებისაგან განსხვავებით. – (ავტორი გენია.ჯი)