ალექსანდრე დიუმა წერდა…

„რა არის სასწაული? ის, რაც არ გვესმის. რა არის ნამდვილად ყველაზე სანატრელი? ის, რაც მიუწვდომელია. მაშ, ასე, გაუგებრობის შეცნობა, მიუწვდომელის მოპოვება – აი, ამას ვუძღვენი მთელი ჩემი ცხოვრება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც უნდა თქვან ფილოსოფოსებმა, სიმდიდრე ძალიან კარგია”.

* * *

„მე დავკარგე ილუზიები ადამიანთა მიმართ”.

* * *

„უბედურება ადამიანს შურიანს ხდის”.

* * *

„ამქვეყნად სრული ბედნიერება შეუძლებელია!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თავიანთ შეცდომებზე მხოლოდ სულელი ადამიანები იცინიან”.

* * *

„გარეწრებს ხშირად უხამსი ტრაბახი და თავის ქება ჩვეულებად აქვთ გადაქცეული”

* * *

„საქმიან ხალხს სად სცალია ქალების საყურებლად!”

* * *

„მართალი ყოფილა, რომ ყველა ჩვენი მოქმედება ჩვენს წარსულზე ხან ბნელსა და ხან ნათელ ნიშანს ტოვებს! მართალი ყოფილა, რომ ჩვენი ნაბიჯები ცხოვრების გზაზე ჰგავს ქვიშაზე ქვემძრომის ხოხვას და ზედ კვალს აჩენს. ეჰ, რამდენი რწყავს ამ კვალს ცრემლებით”.

* * *

„ყოველთვის საშინელია ისეთი პოლიტიკური პარტიის თეორია, რომელიც მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს!”.

* * *

„მართლაც რა სულელები არიან ქალები! თავი გენიოსებად მიაჩნიათ, თუ ერთი ან ათი სამიჯნურო ინტრიგა ისე გააბეს, რომ მთელი ქვეყანა არ აალაპარაკეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>