პინოჩეტური სადიზმი – „ეპიზოდი”
ჩილეს რესპუბლიკაში 1973 წელს განხორციელებულმა სამხედრო გადატრიალებამ, რომელსაც სათავეში სისასტიკით განთქმული გენერალი – აუგუსტო პინოჩეტი ედგა, ქვეყნის მოსახლეობა უსასტიკესი რეპრესიების ქვეშ მოაქცია. (ავტორი გენია.ჯი) რეპრესიების დამრტყმელ ძალას სამხედრო ხუნტის მეთაურისა და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, პინოჩეტის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი უშიშროების სამსახური – „DINA” წარმოადგენდა. პატიმრობაში აყვანილი გაუბედურებული ადამიანების წამების მეთოდები ყველასათვის საძულველ „DINA”-ს თანამშრომლებს მართლაც რომ განსაკუთრებული გააჩნდა. ასეთ შემთხვევაში ისინი მასიურად იყენებდნენ ელექტროშოკის დანადგარს. მსხვერპლს, რომელსაც სრულიად აშიშვლებდნენ, ჯერ ლითონის ცხაურზე მიაბამდნენ, შემდეგ გენიტალიებზე, ყურებსა და ტუჩებზე ელექტროდებს მიამაგრებდნენ და ბოლოს, ელექტროშოკის დანადგარიც მოქმედებაში მოჰყავდათ. გარდა ამისა, მათ „განკარგულებაში” კიდევ მოიპოვებოდა არაადამიანური წამების სხვა მეთოდებიც. ასე მაგალითად: პატიმრებს იმდენ ხანს კიდებდნენ ხარიხებზე, ვიდრე ძვლები ბუდეებიდან არ ამოუვარდებოდათ და გაუსაძლისი ტკივილებისაგან სულს არ განუტევებდნენ; დატუსაღებულებს ბრტყელტუჩათი აძრობდნენ ხელისა და ფეხის ფრჩხილებს; არ ინდობდნენ არც პატიმარ ქალებსაც (მათ შორის არც ფეხმძიმეებს), რომლებზედაც სექსუალური ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. გარდა ამისა, პატიმრებს აიძულებდნენ „რუსული რულეტი” გაეთამაშებინათ ერთმანეთში.
თუმცა, მათ „საფირმო წამებას” მაინც ეგრეთ წოდებული – „წყალქვეშა ნავი” ეწოდებოდა. ამ შემთხვევაში უბედურ მსხვერპლს განავლითა და შარდით სავსე ვარცლში აგდებდნენ და იქამდე ამყოფებდნენ შიგ თავჩაყოფილს, სანამ არ დაიღუპებოდა.
წამების შედეგად გარდაცვლილთა ცხედრებს პინოჩეტის სადისტები – ოკეანეში ძირავდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
აუგუსტო პინოჩეტი