იდი ამინ დადა – „ეპიზოდი”
კანიბალიზმში შემჩნეული უგანდის პირსისხლიანი დიქტატორი და აფრიკის კონტინენტის ყველაზე მკაცრი ტოტალიტარული რეჟიმის შემოქმედი – იდი ამინ დადა (1925-2003 წლები), ყოველთვის ცნობილი იყო თავისი არაორდინალური, შლეგური გადაწყვეტილებებითა და სურვილებით. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: მის სურვილს წარმოადგენდა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” (გაეროს) შტაბ-ბინის ნიუ-იორკიდან უგანდის დედაქალაქ კამპალაში გადატანა; ინდუსები მხოლოდ იმიტომ გააძევა ქვეყნიდან, რომ ოდესღაც მათ დაქვემდებარებაში მოუხდა მუშაობა დედამისს; ოფიციალურად ომი გამოუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა… საინტერესოა ისიც, რომ ათასობით თანამემამულის სიკვდილსა და გაუბედურებაში ბრალდებული იდი ამინი წინააღმდეგი იყო უგანდაში ციხეების არსებობისა. „რა საჭიროა ციხეების არსებობა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ასე მრავლად არიან ნიანგებიო”, – ერთმნიშვნელოვნად შენიშნავდა აფრიკული ქვეყნის მიზანთროპი დიქტატორი. – (ავტორი გენია.ჯი)