პაბლო პიკასო – „ეპიზოდი”

XX საუკუნის ფრანგული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, დიდი ფრანგი ლიტერატორი – ჟან კოქტო, ვინაც გენიალური ესპანელი მხატვრის – პაბლო პიკასოს ახლო მეგობარს წარმოადგენდა, ხშირად სტუმრობდა ხოლმე სახვითი ხელოვნების მეტრის სხვა მეგობრებთან ერთად მის საცხოვრებელ სახლს – „ვილა ლა გალუაზს”. (ავტორი გენია.ჯი) კოქტოს გადმოცემის თანახმად, თუკი პიკასო მეგობრების ვიზიტის დროს კარგ ხასიათზე იმყოფებოდა, მაშინ იგი განსაკუთრებული მახვილგონიერებით გამოირჩეოდა და ბევრ ანეგდოტებსა და სახალისო ისტორიებს უამბოდა სტუმრებს. მათ შორის საკუთარი თავის შესახებაც. კოქტოს მიერ წარმოებულ დღიურში ამის რამდენიმე კარგი მაგალითია მოყვანილი. ასე მაგალითად: კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გენიოსი სტუმრებს ეუბნება:

„ – მე სასწაული ჩავიდინე.

- რომელი? – დაინტერესდნენ პიკასოს მეგობრები.

- ერთმა ხნიერმა ქალმა მოინდომა ჩემი გამოფენის დათვალიერება. იგი ინვალიდის ეტლით მოგორდა, მაგრამ როგორც კი ჩემი სურათები იხილა, წამოხტა და გაიქცაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

ჟან კოქტო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>