ალექსანდრე დიუმა წერდა…
„გოლგოთა მაცხოვრის ვნებამ ოქროზე ძვირფას მთად გადააქცია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალი ცვალებადიაო, თქვა ფრანსუა I-მა; ქალი ტალღის მსგავსიაო, თქვა შექსპირმა. ერთი მათგანი დიდი მეფე იყო, მეორე – დიდი პოეტი და თითოეული მათგანი, ალბათ, კარგად იცნობდა ქალის ბუნებას”.
* * *
„ძალიან ცოტამ გაიარა რევოლუცია ისე, რომ მათი სამხედრო მუნდირი ან მოსამართლის მანტია ჭუჭყში ან სისხლში არ ამოსვრილიყო”.
* * *
„ღმერთო ჩემო, შენი შურისძიება ზოგჯერ ჭიანურდება, მაგრამ მაშინ უფრო მრისხანედ გვევლინება ციდან”.
* * *
„ცხოვრება ისე ცვალებადია, რომ ბედნიერება მყისვე უნდა დაიჭირო, როგორც კი კარზე მოგიკაკუნებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ყველაზე ეგოისტია ცხოველთა შორის, ყველა ქმნილებაზე მეტად უყვარს თავისი თავი. მას სჯერა, რომ მხოლოდ მისთვის ტრიალებს დედამიწა”.
* * *
„რაგინდ გამობრძმედილი უნდა იყვნენ ადამიანები საფრთხეში, რაგინდ მზად უნდა იყვნენ საფრთხესთან შესახვედრად, გულის ჩქარი ცემით და ჟრუანტელით ხვდებიან, რა დიდი განსხვავებაა წარმოდგენასა და სინამდვილეს შორის, ჩანაფიქრსა და შესრულებას შორის”.
* * *
„ნათქვამია, წინააღმდეგობებით აელვარებული გულები ბედნიერებით გრილდებიანო”.
* * *
„თუ გინდა ადამიანს არ შეელახოს თავმოყვარეობა, უნდა დაიცვა ზედმეტი შეურაცხყოფისაგან”.
* * *
„ლუი XVI-ეს ყოველთვის ეშინოდა მისთვის დანა არ ჩაეცათ, ნაჯახით კი მოჰკვეთეს თავი”. – (ავტორი გენია.ჯი)