ქალთა უფლებები ოსმალეთის იმპერიაში – „ეპიზოდი”
ოსმალეთის იმპერიის გაუქმებამდე და ქვეყანაში მუსტაფა ქემალ ათათურქის გახელისუფლებამდე, თანამედროვე თურქეთში „შარიათის” უმკაცრეს კანონებს იყვნენ დაქვემდებარებულნი მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. ამიტომაც განიხილავდნენ მამაკაცები მათ უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ, მდაბიო ინსტიქტების მქონე არსებებად. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ისინი ყოველგვარ უფლებებს იყვნენ მოკლებულნი. სტამბოლში, რომელიც ყველაზე ცივილიზებულ ქალაქს წარმოადგენდა ოსმალეთის იმპერიაში, არც ერთ ქალს, მათ შორის დაქორწინებულსაც კი, მამაკაცთან ერთად (ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი) ქუჩაში გავლის ან მანქანით გასეირნების უფლება არ გააჩნდა. ისინი არც რაიმე თავყრილობაში მონაწილეობის უფლებით იყვნენ აღჭურვილნი. თეატრებში ქალების როლებს მამაკაცები ასრულებდნენ, ან კიდევ ქრისტიანი ქალები. მათ არ გააჩნდათ უფლება არც იმისა, რომ მამაკაცებისათვის საკუთარი სახე ეჩვენებინათ. შეიძლება ითქვას, რომ ქალებისა და მამაკაცების საერთო საზოგადოებრივი ცხოვრება თურქეთში არ არსებობდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, თუკი ასეთი დამდაბლებული იყო ქალთა უფლებები ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ცივილიზებულ მეგაპოლისში, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ისინი ქვეყნის სხვა, უფრო ჩამორჩენილ პროვინციებში.
გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტრამვაისა და გემებზე ქალთა განყოფილებები ფარდით იყო გამოყოფილი. საინტერესოა ისიც, რომ, როდესაც მანდილოსნებს ნება დაერთოთ განათლების მიღებისა და გახსნილი იქნა „ქალთა სასწავლებლები”, იქ დასაქმებული მამაკაცი პედაგოგები უცილობლად საჭურისები უნდა ყოფილიყვნენ. გამონაკლისი ასეთ შემთხვევაში არ დაიშვებოდა. მათდა საბედნიეროდ, რთულად, თუმცა მაინც შესძლო ინოვატორმა ათათურქმა ქალთა უფლებების საგრძნობლად ამაღლება. სწორედ მისი უშუალო ინიციატივით იქნა მიღებული კანონი „ოჯახის შესახებ”, რომელმაც სამოქალაქო ქორწინება დაუშვა და აღიარა ქალის უფლებაც მამაკაცისათვის ერთადერთი ცოლი ყოფილყო.
ამგვარად გადაიდგა ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში პირველი ნაბიჯები ქალთა უფლებების აღსამაღლებლად, რასაც სხვათა შორის, ძალიან დიდი წინააღმდეგობები წარუძღვა წინ ადგილობრივი მამაკაცების მხრიდან. – (ავტორი გენია.ჯი)